ავტო იმპორტ ჯორჯია საქართველოში პირველი ავტოიმპორტიორი კომპანიაა, რომელიც უმსხვილესი კორეული კომპანიის „ავტოვინი“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
ძირითადი პროფილი კორეის ბაზარია, თუმცა ჩვენი მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია მანქანების ჩამოყვანა ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ავტო იმპორტ ჯორჯია“ მომსახურებას უწევს, როგორც კერძო პირებსა და კომპანიებს, ასვე მსხვილ დილერებსაც.
მაღალი პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი ხარისხით დაკომპლექტებული გუნდი, მომხმარებლებს სთავაზობს გარანტირებულ ტრანსპორტირებას, რაც გულისხმობს, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევას შეძენის ადგილიდან საქართველოს პორტამდე და სურვილისამებრ, სასურველ ლოკაციამდე.
კომპანიის მნიშვნელოვანი პრივილეგიაა დაფინანსება, რაც მომხმარებელს უფრო უმარტივებს ავტომობილის შეძენას.